ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
22-02-2022, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. შესრულებულ პროექტს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

 


„დღეს მორიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავასრულეთ მანჯგალაძის ქუჩაზე, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა ამ ქუჩის მოწესრიგებას. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. განახლდა წყალარინების ქსელი, წყლის და გაზის ახალი მილები განთავსდა. ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ვიზუალურადაც პრობლემას წარმოადგენდა და ჰაერში იყო გადაჭიმული, მიწის ქვემოთ არის ჩატანილი. ახალი განათების ბოძები დამონტაჟდა და მოწესრიგდა ტროტუარები. დარჩენილია პატარა მონაკვეთი, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები და დღეს, დღის ბოლომდე მთლიანად იქნება დასრულებული, მაისში კი სავალი ნაწილი დაიხაზება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა; მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. მათ შორის, განახლდა საკომუნიკაციო კომპანიების: „თელასის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“ და „პისი მაქსის“ ქსელები; მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები.1 200 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარები.

 


მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ირაკლი ხელაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი