ალიევმა პუტინთან 5-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა: მადლიერი ვართ რუსეთის და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულების მხრივ გაწეული როლისთვის
23-02-2022, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - 22 თებერვალს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთქმედების დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა არსებითად ახალ დონეზე გადადის. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სამოკავშირეო დეკლარაციას ხელი რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე მოეწერა.

 


„დღევანდელმა მოლაპარაკებებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ რუსეთს და აზერბაიჯანს საერთო დაინტერესება აქვთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა პუტინმა და ილჰამ ალიევს „პროდუქტიული ერთობლივი მუშაობისათვის“ მადლობა გადაუხადა.

 


თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტად მიწვევისათვის და ხაზი გაუსვა, რომ მათ შორის შეხვედრებს რეგულარული ხასიათი აქვს და ინტენსიური ურთიერთობა მათი კავშირების „დინამიკურ ხასიათზე მიანიშნებს“.

 


ალიევმა თქვა, რომ პუტინთან 5-საათიანი მოლაპარაკებები გამართა, თუმცა „დრო შეუმჩნევლად გავიდა“. მან აღნიშნა, რომ მოსკოვში ხელმოწერილი დეკლარაცია სამოკავშირეო დონისაა, რაც „დიდი პრივილეგია და დიდი პასუხისმგებლობაა“ და ამ მომენტამდე ორი ქვეყანა ყოველდღიურად, მტკიცედ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა და ეს „გულწრფელ ურთიერთობებზე, კეთილმეზობლობაზე, პრაგმატიზმსა და საერთო ინტერესების გათვალისწინების სწავლაზე“ იყო დაფუძნებული.

 


ალიევის თქმით, მან და პუტინმა დეტალურად განიხილეს პოსტკონფლიქტური მდგომარეობა რეგიონში.

 


„ჩვენ მადლიერი ვართ რუსეთის და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დასრულებისთვის გაწეული როლისა და პოსტკონფლიქტური დარეგულირების ძალისხმევისთვის... რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ სომხური მხარე შეასრულებს 2020 წლის 9-10 ნოემბრის დეკლარაციის ყველა პუნქტს, რომელიც ეხება ყველა სომხური შეიარაღებული ძალის გაყვანას ყარაბაღის ტერიტორიიდან, ასევე აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის კომუნიკაციების გახსნას, რაც წარმოადგენს სომხური მხარის იურიდიულ ვალდებულებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან ნელა მიდის. როგორც მე უკვე აღვნიშნე, პრეზიდენტმა ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ომის დასრულებაში, ცხელი ფაზის პოლიტიკურ დარეგულირებაში და დღეს რუსეთი წარმოადგენს ჩვენს მთავარ პარტნიორს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ნორმალიზების გზების მოძებნაში. ამის შესაძლებლობა არსებობს. აზერბაიჯანმა არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასაწყებად, რომელიც ასევე მოიცავს საზღვრების დაზუსტებას, დელიმიტაციას“, - თქვა ილჰამ ალიევმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი