კახა კალაძე: ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, ოპოზიცია კი ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს
23-02-2022, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, ოპოზიციონერთა ნაწილი კი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

 

 

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მშენებლობისნებართვა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2009 წელს არის გაცემული.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის დროს მეპატრონეებთან კომუნიკაცია მოხდა, თუმცა, მათ ისევ ძველი პროექტის განხორციელება განაგრძეს, რის შემდეგაც, მუნიციპალიტეტმა მშენებლობა შეაჩერა.

 

 

„ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხზე რამდენჯერმე ვისაუბრე. ისტორიულ ზონაში არასწორად იყო პროექტი განხორციელებული. მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, თუმცა, ჩვენ ამაზე თანხმობა არ მივეცით და დავიწყეთ მეპატრონეებთანკომუნიკაცია. მივიღეთ შესაბამისი პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ჯდებოდა არსებულ ურბანულ განვითარებაში, თუმცა, მშენებლობის დროს აღმოჩნდა, რომ ისინი ფაქტობრივად, იგივე პროექტს ახორციელებდნენ. რეაგირება მაშინვე მოვახდინეთ. უკანონობას ყოველთვის მოჰყვება კანონიერი რეაგირება, რათა კანონის ფარგლებში იყოს ყველაფერი მოქცეული. ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, მშენებლობა შეჩერებულია. ოპოზიციონერების ნაწილი კი საზოგადოებას არწმუნებს და აქვთ მცდელობა, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. კონკრეტულად ამას აკეთებს ლევან ხაბეიშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად. ეს ადამიანი ყოველთვის სიცრუით არის დაკავებული და ცდილობს, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ამაში არაერთხელ იქნა მხილებული. ყოველთვის სათანადო ადგილს მივუჩენთ ასეთი ქმედებების გამო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ობიექტის მესაკუთრესთან კიდევ ერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია და არქიტექტურის სამსახურში უკვე ახალი პროექტი აიტვირთა.

 

 

„აღნიშნული ობიექტის მესაკუთრესთან კომუნიკაცია არაერთხელ გვქონდა და საბოლოო ჯამში, მოხდა პოზიციების შეჩერება. გუშინ არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე აიტვირთა ახალი პროექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ განხილვის ეტაპზეა, მაგრამ კონცეპტუალური კონსენსუსი მიღწეულია. ზოგადად, როცა ჩვენ ასეთ ფაქტებს ვაწყდებით, ისეთ გადაწყვეტილებას არასდროს ვიღებთ, რაც ქალაქისთვის, საზოგადოებისთვის და ბიზნესსექტორისთვის დამაზიანებელი იქნება. ყოველთვის ვცდილობთ, მოხდეს საკითხების შეჯერება და გადაწყვეტილება მივიღოთ ისეთი, როგორიც ურბანული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ამასთან, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე სასტუმროს ახალი პროექტის ფოტომასალა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ზედმეტი სართულის დემონტაჟი მოხდება.

 

 

„ახალი პროექტის მიხედვით, ზედმეტი სართულის დემონტაჟი მოხდება. ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო დამატებით იმსჯელებს. გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. 2017 წლიდან მოყოლებული ასე იყო, ასეა დღესაც და მომავალშიც ასე იქნება. სწორედ ამიტომ გვაქვს მე და ჩემს თანაგუნდელებს ამხელა მხარდაჭერა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იმნდობის ფარგლებში, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოგვიცხადა, ღირსეულად ჩავამთავროთ ეს ვადა. ქალაქისთვის კი ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი