საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიბიოტიკს. მინისტრი ექიმებს აფრთხილებს, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ჩემი უმორჩილესი სათხოვარი და ცალსახა, კატეგორიული მოწოდება იქნება, რომ თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიობიტიკს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი წამალი, მას აქვს მკვლელის ფუნქცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ბრძანება, ვინ მოკლას და ვინ - არა. რაც შეეხება ექიმებს, ასევე უმორჩილესი სათხოვარი მექნება ჩვენი კოლეგებისადმი, რომ ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშნულებას. მივმართავ ჩემს კოლეგებს, პირობას გაძლევთ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, იმისათვის, რომ რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ინფორმაციულად თქვენთვის მიწვდომადი იყოს, მაგრამ ნუ გეწყინებათ, თუკი ვნახავთ, რომ ანტიბიოტიკები არარაციონალურად ინიშნება, შესაბამისი რეაგირება გვექნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მონაწილეობა მიიღო ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოეწყო და მას ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ასევე მედიკოსები დაესწრნენ. კვირეული იმართება სლოგანით: "გამოიყენე ანტიობიოტიკები ფრთხილად".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.