თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით უსახლკაროს სტატუსის მქონე რვა ოჯახი დააკმაყოფილა.
ერთ-ერთ ოჯახს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაზისუბნის დასახლებაში ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა.
„დავიწყეთ უსახლკაროების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. დაახლოებით 400-მდე ამ სტატუსის მატარებელი ოჯახი გვყავს და ჩვენი დაპირება არის ის, რომ ყველა მათგანი დაკმაყოფილდეს მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, 8 ოჯახს გადაეცეს ბინები. წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ოჯახი დაკმაყოფილდება - დაახლოებით, 60-ზე მეტი. მინდა, კვიჟინაძეების ოჯახს მივულოცო დღევანდელი დღე. ის სიხარული, რაც მათ აქვთ, გასაზიარებელია. როგორც ქალაქის მერი, დღეს, მათთან ერთად ბედნიერი ვარ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სარგებლობის უფლებით გადაეცემათ.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.