2002 წელს ამერიკელების მხრიდან სამხედრო დახმარების, ნატოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დაწყების ფონზე რუსეთის მედია ათასგვარ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა როგორმე პანკისში სიტუაცია გაემწვავებინა. ლამის თვით ბინ ლადენისა და ალ-ყაიდას წევრების ყოფნა დაანონსეს ხეობაში, რაც რუსეთს საშუალებას მისცემდა სამხედრო მოქმედებები წამოეწყო საქართველოს ტერიტორიაზე. ამ აბსურდულ ბრალდებებს შევარდნაძემ შესაბამისად უპასუხა“, - ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას The Eduard Shevardnadze Center ავრცელებს.
„ჩემი გაკვირვება გამოიწვია მისმა [იგორ ივანოვის] გამონათქვამმა, რომ ბინ ლადენი შეიძლება იმყოფებოდეს იქ, ახმეტაში, სადღაც. მე ამას იმით ვხსნი, რომ ბატონი იგორის დედა ახმეტის რაიონიდანაა, იქ დედისეული სახლი აქვს და თუ რაიმეა, შეიძლება იქ იმალებოდეს, შევამოწმებთ. არ გვინდოდა ახლა, საგარეო საქმეთა მინისტრია, იმის სახლს მივადგეთ მაინცდამაინც, მაგრამ, იძულებული ვიქნებით შევამოწმოთ“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.