ირაკლი ღარიბაშვილი: მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება
24-02-2022, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად, ვითვალისწინებთ რა და ვუკეთებთ ანალიზს ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან.

 

 

„საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ და რომლის შედეგიც არის ამ ორი ჩვენი ძირძველი, ისტორიული რეგიონების, მხარის, სოხუმისა და ცხინვალის აღიარება, კოდორის ჩაბარება და სხვა უამრავი სოფლების მიტაცება და ოკუპაცია. ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, ეს ყოველივე არის იმ უბედური, ტრაგიკული ომის შედეგი, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ, მაშინ ვერ იქნა თავიდან აცილებული. სხვა დამატებით საფრთხეს, დღეის გადმოსახედიდან, მე ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე არის უკრაინისთვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ. აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი