“ერთად უნდა ვაიძულოთ მთავრობა გაზარდოს პენსია” - დავით ბაქრაძე
16-11-2015, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლიდან პენსიის 50 ლარით ზრდას ითხოვს. ახალი ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ,დავით ბაქრაძემ გააკეთა.

 

 

 

ბაქრაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს შესაბამისი თანხები. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით 2012 წელთან შედარებით, ბიუჯეტში მთავრობის შენახვის ხარჯები 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო იმისათვის რომ პენსიონრებისათვის პენსიის ზრდა 50 ლარით მოხდეს, 420 მილიონი ლარია საჭირო.

ბაქრაძე მოუწოდებს მთავრობას საკუთარ კომფორტს პენსიონრებისათვის ცხოვრების გაუმჯობესება არჩიონ.

 

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობაში გადის კითხვით პენსია, თუ პრემია და იწყებს ხელმოწერების შეგროვებას. ერთად უნდა ვაიძულოთ მთავრობა გაზარდოს პენსია. 3 წლის განმავლობაში, ქართული საზოგადოება დადგა მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე. შემცირდა ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობის დონე, გაიზარდა სიღარიბე განსაკუთრებით ამან იმოქმედა პენსიონრებზე. მათი პენსია დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო, უფრო ნაკლებია ვიდრე 3 წლის წინ. გაძვირდა წამალი, გაძვირდა პროდუქტი, გაძვირდა ცხოვრება. ვითხოვთ გადაიდგას საგანგებო ნაბიჯი პენსიონერთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი