კობი-გუდაურის გაზაზე რამდენიმე ასეული სატვრთო ავტომობილია გაჩერებული.
ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის, კახა დარჩიაშვილის განცხადებით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ტრაილერები 3-4 დღეა გაჩერებული არიან.
დარჩიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები რამდენიმე დღეა, ამ მდგომარეობაში არიან, მათთან დასახმარებლად არავინ მისულა.
"კობი-გუდაურის მონაკვეთზე ტრაილერების დიდი საცობია. 3-4 დღეა, ასეთი მდგომარეობაა. მძღოლებს მალფუჭებადი საქონელი მოაქვთ, თუმცა, არავინ არ არის პატრონი. რამდენიმეკილომეტრიანი საცობებია ორივე მიმართულებით.
საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვას უამინდობას უკავშირებენ" - აცხადებს დარჩიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.