კიევის გარეუბნებში ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინული სამთავრობო ძალები ცდილობენ დაიბრუნონ რუსებისგან წართმეული ავიაბაზა და აეროპორტი
24-02-2022, 22:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - უკრაინის დედაქალაქ კიევის გარეუბნებში ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული სამთავრობო ძალები ცდილობენ დაიბრუნონ ავიაბაზა და აეროპორტი მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა მასზე კონტროლი დააწესეს.

 


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ისინი აიღებენ აეროპორტს და უკან გააბრუნებენ რუსულ ჯარებს.

 

 

BBC-ის ცნობით, კიევის მახლობლად რუსულ ვერტმფრენებს (მაღლა ფოტოზე) უკრაინელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მაშინ, როდესაც ისინი უკრაინის დედაქალაქის ჩრდილოეთით ახლომდებარე ვიშგოროდზე გადაფრენას ცდილობდნენ. 

 


ძლიერი დარტყმის ქვეშ არის მოქცეული უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, ქალაქში ასეულობით აფეთქება მოხდა.

 


მარიუპოლი უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი პორტია აზოვის ზღვაზე და მდებარეობს დონეცკის რეგიონში - რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ფრონტის ხაზთან, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

 


მარიუპოლის აღება რუსეთს დაეხმარება უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო გზა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.

 


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა BBC-ს უთხრა, რომ მისი შეფასებით, უკვე 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა თავიანთი სახლები უკრაინაში და ათასობით მათგანი მოლდოვასა და რუმინეთში გადავიდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი