GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ბრიტანულ „რადიო 4“-თან საუბრისას განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახურების შეჯერებული მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს წარუმატებელი აღმოჩნდა თავისი მიზნის მიღწევაში.
„ის დამარცხდა, რადგან უკრაინელებმა იბრძოლეს. ის დამარცხდა, რადგან უკრაინელებს ლეტალური იარაღით დახმარება გაეწიათ, რამაც საშუალება მისცა მათ ჩამოეგდოთ რუსული თვითმფრინავები და იერიში მიეტანათ რუსულ ტანკებზე. მათ შეიარაღებული ძალების დაახლოებით 450 სამხედრო პირი დაკარგეს“, - განაცხადა უოლესმა და დაამატა, რომ რუსები ასევე წარუმატებლები აღმოჩნდნენ თავიანთი ელიტური „სპეცნაზით“ აეღოთ კიევის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტი.
ამასობაში უკრაინის ოფიციოზმა დაადასტურა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები კიევში არის შესული. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან რუსული ტანკები უკრაინის დედაქალაქში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.