ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ
25-02-2022, 13:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა და სამხედრო მოქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

 

 

„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. გუშინ ჩემს განცხადებაში ვთქვი, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა და სამხედრო მოქმედებები რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენ, საქართველო და ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და მეგობარ ხალხს. რა თქმა უნდა, ის, რაც უკრაინაში ხდება დიდი ტრაგედიაა. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება უკრაინა როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინელი ხალხი და უკრაინელი ჯარისკაცები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი 2008 წელს ჩვენს თავზე გამოვცადეთ, როცა სამწუხაროდ, საუბედუროდ თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, რამაც, რა თქმა უნდა, გახსოვთ ყველას, რომ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ვინ დაზარალდა ამით?! რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. დაიხოცნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დავკარგეთ ტერიტორიები, რუსეთმა მოახდინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ აღიარება. დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ომი ყველასთვის მიუღებელია. არც ერთ მხარეს არ ჰყავს გამარჯვებული იმიტომ, რომ ზიანი ორივე მხარეს მიადგება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მხრივ სოლიდარობა და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეჩერდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი