2022 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში გაიმართება, მას შემდეგ რაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მატჩის გამართვის უფლება ჩამოართვეს. გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას უკავშირდება.
თამაში 28 მაისს რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სანქთ-პეტერბურგში "გაზპრომ არენაზე" უნდა გამართულიყო, რაც ქვეყანაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება იქნებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.