წუხელ, გვიან ღამით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელ თავასას და თუზის დამაკავშირებელ გზაზე პრობლემები შექმნა. როგორც guardian.ge -ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხცადა, ამ დრომდე ვერ ხერხდება აღნიშნულ გზაზე ავტომანქანებით გადაადგილება.
გამგებლის ინფორმაციით, ჩამოწოლილი მეწყრის გამო რაიონულ ცენტრს 40-მდე ოჯახია მოწყვეტილი. თემურ ჯაფარიძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება შეეცდება, სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში აღადგინოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.