GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბირსას „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნა გამოხატა, იტყობინება BBC-ის რუსული სამსახური ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით. ამასთან, არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისთან მოლაპარაკებებისთვის არის მზად პუტინი. თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას.
უფრო ადრე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა პუტინს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა.
მანამდე, თავად პუტინმაც გაოხატა უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვა, ოღონდ იმ დათქმით, რომ საკითხი უკრაინის ნეიტრალიტეტს და მის ტერიტორიაზე შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმას უნდა შეხებოდა. ეს საკითხი პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს, 24 თებერვალს გაახმოვანა, დღეს კი თემას ისევ დაუბრუნდა, ოღონდ უფრო მეტი კონკრეტიკით.
კრემლის პოზიცია ამჯერადაც უცვლელია და ოფიციალურ კიევთან მოლაპარაკებები „ნეიტრალური სტატუსის“ გარშემო უნდა წარიმართს, რომელიც უკრაინის დემილიტარიზაციას უნდა მოიცავდეს.
პესკოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის სურვილის შესახებ, რომ მზად არის უკრაინასთან მოლაპარკებების გასამართად და უკვე კონკრეტული ადგილიც დაასახელა - ბელარუსის დედაქალქი მინსკი. აღსანიშნავია, რომ მინსკის 2014 წლის შეთანხმება, რომელსაც დონბსასის რეგიონში კონფლიქტი უნდა დაესრულებინა, პუტინმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, როგორც უმოქმედო დოკუმენტი, გაუქმებულად გამოაცხადა.
პესკოვის განცხადებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოლაპარაკებები არ გაიმართება, ვიდრე უკრაინის სამხედრო ძალები იარაღს არ დაყრიან.
როგორც ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „როიტერსს“ განუცხადა, უკრაინას მშვიდობა სურს და მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ნეიტრალიტეტის საკითხის განსახილველად.
მოგვიანებით თავად ზელენსკიმაც განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ნეიტრალიტეტზე სასაუბროდ, მაგრამ საკითხავია რა გარანტიები ექნება მას და ვისგან.
„მე დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში. ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია, არ პასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. ჩვენ არ გვეშინია ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. ჩვენ არ გვეშინია რუსეთის, ჩვენ არ გვეშინია რუსეთთან საუბრის.... ჩვენ არ გვეშინია ნეიტრალურ სტატუსზე საუბრის. ჩვენ ხომ ახლა ნატოში არ ვართ. მაგრამ რა გარანტიები გვექნება? და ყველაზე მთავარი, კონკრეტულად რომელი ქვეყნები მოგვცემენ გარანტიებს?“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.