GUARDIAN.GE - ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის სამხრეთით მდებარე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მან უკრაინაში განალაგა ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც რუსულ ჯარებს შეუერთდნენ.
ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი ამბობს, რომ ჩეჩნეთის ძალებმა ჯერჯერობით წარმატებით, ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე ჩაიგდეს ხელში უკრაინული სამხედრო ობიექტები.
კადიროვი ამართლებს შეჭრას და ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ ხელს შეუშლის მოსკოვის მტრებს გამოიყენონ ქვეყანა რუსეთზე თავდასხმის განსახორციელებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.