GUARDIAN.GE - დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოებმა 26 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადეს, რაც რუსული ბანკების ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საკვანძო საერთაშორისო სისტემიდან, Swift-დან გაძევებას და რუსეთის ცენტრალურ ბაკნზე შეზღუდვებს მოიცავს. ეს ღონისძიებები ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს გამოიყენოს თავისი საერთაშორისო რეზერვები რუსული ვალუტის მხარდასაჭერად -სანქციების ეფექტის შესუსტების მიზნით.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილის (1995-1998წწ), სერგეი ალექსაშენკოს განცხადებით, ამგვარი ნაბიჯები რუსული ეროვნული ვალუტის, რუბლის მომავალს დიდ უბედურებას უქადის.
„ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს კატასტროფა იქნება რუსეთის სავალუტო ბაზარზე. ვფიქრობ, ვაჭრობას შეწყვეტენ და მერე გაცვლითი კურსი ხელოვნურ დონეზე დაფიქსირდება, როგორც ეს საბჭოთა დროს იყო“, - უთხრა მან „როიტერსს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.