GUARDIAN.GE - უკრაინა დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოებისაგან შეიარაღებას მიიღებს. ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიონი აშშ დოლარის იარაღს - მათ შორის ანტი-სატანკო ჯაველინს და საზენიტო სისტემებს და ჯავშან ჟილეტებს.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, უკრაინას გადაუდებელი წესით მიაწვდის 1000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს და 500 სტინგერს.
ნიდერლანდებმა 50 ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, Panzerfaust-3-ის და 400 რაკეტის განლაგების შესახებ გამოაცხადა.
ასევე განიხილება ერთობლივი „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვითი სისტემის გაგზავნა ნატოს საბრძოლო ჯგუფისთვის სლოვაკეთში.
მანამდე ნატომ დაიწყო თავისი უფრო მეტი ძალების განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში, რათა „სწრაფად უპასუხოს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ გარემოებას“.
შეიარაღებას ელოდება უკრაინა დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთისგანაც.
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს ავსტრალია, რომელიც დააფინანსებს კიევისთვის იარაღის მიწოდებას, რათა დაეხმაროს მას რუსეთის ძალებთან ბრძოლაში.
„ჩვენ შევეცდებით ყველანაირი მხარდაჭერა გავუწიოთ ლეტალური იარაღით ჩვენი ნატოელი პარტნიორების, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით“, განაცხადა ავსტრალის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.