პუტინის ავანტიურისტულმა პოლიტიკამ რუსეთი უკრაინასთან ომში ჩააბა და როგორც არ უნდა დამთავრდეს იგი, ათეულობით მილიონი უკრაინელი ხალხის სახით, პუტინმა რუსეთს და რუს ხალხს სიძულვილით აღსავსე მტერი გაუჩინა! პუტინის საგარეო პოლიტიკის შედეგად, რუსეთის მიმართ მსოფლიოში სრული უნდობლობა გაჩნდა, ცივილიზებული სამყარო რუსეთს უწესებს უმკაცრეს ფინანსურ-ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს!
უსაფრთხოების სფეროში, რუსეთის უახლოეს მეზობლებში მისდამი ისეთი შიში გაჩნდა, რომ ნეიტრალური შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრებაზე ალაპარაკდნენ! რუსეთი უკრაინის და საქართველოს ნატო-ში არ მიღების მოთხოვნით, დასავლეთს უმწვავესად დაუპირისპირდა და უკრაინას თავს დაესხა! შედეგად კი, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა:"ფინეთი მიმართავს ნატო-ს გაწევრიანების მოთხოვნით, თუკი დადგება საკითხი მისი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ".
მანამდე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ იგივე გაიმეორა: "ჰელსინკი არ გამორიცხავს, რომ მიმართოს ნატო-ს გაწევრიანების მოთხოვნით"! დიახ, რუსეთის აგრესიის ფონზე ერთი-ორად გაიზარდა ფინეთის და შვედეთის აქტიური კონტაქტები ნატო-სთან. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში რუსეთმა გამოაქვეყნა ხელშეკრულების პროექტები, რომელშიც ულტიმატური ფორმით "მოითხოვდა" ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატო-საგან, რუსეთის წინადადებების "მიხედვით შეთანხმებულიყვნენ" გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. მოსკოვი, ამ პროექტების მიხედვით, დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვდა პოლიტიკურ- სამართლებრივ გარანტიებს, რომ დასავლეთს, ანუ აშშ-ს და ნატო-ს ალიანსს უარი ეთქვათ ნატო-ს გაფართოებაზე აღმოსავლეთით, უკრაინის და საქართველოს ნატო-ს ბლოკში გაწევრიანებაზე და სამხედრო ბაზების განთავსებაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აგრეთვე, აღმოსავლეთ ევროპაში.
ამასთანავე, რუსეთი დასავლეთისგან ითხოვდა ნატო-ს ინფრასტრუქტურის დაბრუნებას 1997 წლის პოზიციებზე, ანუ 1997 წლის შემდეგ ნატო-ში გაწევრებული სახელმწიფოების გარიცხვას ალიანსიდან! ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, პუტინის აგრესიული პოლიტიკის შედეგად, სავარაუდოდ ძალიან მალე, შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრები გახდებიან, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც რუსეთის პროექტების "გეოგრაფიული მოთხოვნების მიხედვით", ისინი არ განეკუთვნებიან არც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და არც აღმოსავლეთ ევროპას, ვინაიდან, - შვედეთი და ფინეთი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებია!!
ასე რომ, შანტაჟისტი პუტინის „ბრძნული“ პოლიტიკის შედეგად, რუსეთს ჩრდილოეთ ევროპაში, მისი მშობლიური სანქტ-პეტერბურგის „ყურისძირში“, ნატო-ს ალიანსის 2 ახალი წევრი ეყოლება, შვედეთის და ფინეთის სახით!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.