დავით უსუფაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
16-11-2015, 05:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ავსტრიაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საპარალამენტო დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გამართა.

 


აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლამბერტო ზანიერს საქართველოში ეუთო-ს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის აქტიური ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის წინსვლისა და სტაბილურობისთვის.

 


ლამბერტო ზანიერის განცხადებით, ეუთო ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს, როგორც რეგიონული მოთამაშის როლსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 


მხარეებმა ნოემბრში საქართველოში ეუთო-ში ამერიკის, კანადის, რუმინეთის, შვედეთისა და ლიტვის ელჩების ვიზიტი წარმატებულად შეაფასეს.

 


შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ფაქტორზე. დავით უსუფაშვილმა ლამბერტო ზანიერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა გააცნო. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებიც.

 


მხარეებმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისისა (ODIHR) და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა ლამბერტო ზანიერს მადლობა გადაუხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

 


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ODIHR-ს ანგარიშებს საქართველოს პარლამენტი ყურადღებით ეცნობა. მისივე ინფორმაციით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისთან ერთად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღონისძიებები იგეგმება.

 


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ყოველწლიური შეკრების მასპინძლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი