GUARDIAN.GE - ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები წამოიწყეს და მისი ქვეყნის ტერიტორია რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, - ამის შესახებ ბელარუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ იტყობინება.
„რუსებმა ბელარუსის ტერიტორიიდან ორი რაკეტა გაუშვეს მას შემდეგ, რაც კიევმა 3-4 სარაკეტო დივიზიონი განალაგა საზღვრის სიახლოვეს“, - განაცხადა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ „რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით თავის გეგმებზე ხელს არ აიღებს“.
მანამდე, ლუკაშენკომ ისიც თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსეთის მხარეზე ჩაერთვება.
ლუკაშენკომ დაჟინებით მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დათანხმდეს პუტინის წინადადებას მინსკში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ და ამასთან, გააფრთხილა ის, რომ თუკი არსებული მდგომარეობა გაგრძელდა, რამდენიმე დღეში ნამდვილ ომს და ხოცვა-ჟლეტას მივიღებთ.
„ორი დღის წინ პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ მზად იყო მინსკში მოლაპარაკებებზე ჩამოსასვლელად. გამიხარდა. მოგვიანებით, ისევ დამირეკა და მთხოვა, მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველმეყო. რუსეთი ჩემ მიერ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს დათანხმდა, საღამოს გავიგეთ, რომ უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა. რა გაეწყობა, ეს მათი გადაწყვეტილებაა.
„ზელენსკის არ ესმის რა ხდება, არაადეკვატურ მდგომარეობაშია... თუ უკრაინელები ჩამოვლენ, მოლაპარაკება შედგება, თუ არადა, ჩვენ რა უნდა ვქნათ?! კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს, თუკი ეს მალე არ დასრულდება - მერწმუნეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ზელენსკი ვერც ერთ თავშესაფარში, ვერც ამერიკულში ვერ დაიმალება. ეს დაპირისპირება მხოლოდ კონფლიქტია, მაგრამ დამიჯერეთ, სამ დღეში ის ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება. მოვუწოდებ უკრაინულ მხარეს, გონს მოვიდეს და მოლაპარაკებაზე იზრუნოს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.