GUARDIAN.GE - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდის შესახებ გამოაცხადა. პარლამენტის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ გერმანიის სამხედრო ბიუჯეტს 2022 წელს 100 მილიარდი ევრო დაემატება. ეს ნიშნავს, რომ გერმანია თავისი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვაზე დახარჯავს - ნატო-ს დიდი ხნის სამიზნე, რაც ანგელა მერკელის მმართველობის დროს ქვეყანამ ვერ შეძლო, მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზეწოლისა.
ბოლო ათწლეულებში ეს გერმანიის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება. გუშინ, გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინაში იარაღის პირდაპირ გაგზავნას დაიწყებს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ მსოფლიო „ახალ ეპოქაში შევიდა“ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და რომ „პუტინის აგრესიას სხვა პასუხი არ შეიძლება ჰქონდეს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.