შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად დედაქალაქში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციით, სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში იყო ხანძარი. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ცეცხლი გავრცელებული იყო შენობის კედელზე, გარე ფასადსა და სახურავზე, ასევე, გვერდით მდებარე, მოქმედი სპორტის სასახლის უკანა კედელზეც.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის, ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში მყოფმა ყველა მოქალაქემ ტერიტორია უვნებლად დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.