GUARDIAN.GE - ბელარუსში გამართულმა კენჭისყრამ გზა გაუხსნა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს და ამჟამინდელ კრემლის მოკავშირეს ბირთვული იარაღის მისაღებად, პირველად მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1990 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა და თავისი ნებით დათმო ბირთვული ქვეყნის სტატუსი.
კვირას გამართულმა რეფერენდუმმა ბელარუსის ახალი კონსტიტუციის მიღების გეგმები დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის ძირითადი კანონიდან მის ამჟამინდელ არაბირთვულ სტატუსს ამოიღებს. როგორც BBC იუწყება, ამ ნაბიჯს სერიოზული შედეგები ექნება ბირთვული იარაღის გავრცელების არსებულ სურათზე და ბელარუსს პოტენციურად აქცევს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მთავარ ზონად.
ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ძირფესვიანად აკონტროლებს ქვეყანას და მჭიდრო კავშირშია პუტინთან.
კვირას საარჩევნო უბანზე გამოსვლისას ლუკაშენკომ თქვა: „თუ თქვენ [დასავლეთი] გადასცემთ ატომურ იარაღს პოლონეთს ან ლიტვას, ჩვენს საზღვრებთან, მაშინ მე მივმართავ პუტინს, რომ დამიბრუნოს ის ბირთვული იარაღი, რომელიც მე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გადავეცი“.
რეფერენდუმი ასევე ლუკაშენკოს ძალაუფლებაში 2035 წლამდე ყოფნის შესაძლებლობას აძლიერებს. 67 წლის ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან ხელმძღვანელობს.
1994-დან 1996 წლებში ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა - ბელარუსმა, უკრაინამ და ყაზახეთმა უარი თქვეს თავიანთ ბირთვულ იარაღზე, რომელიც საბჭოთა პერიოდში რუსეთთან ერთად მათაც ჰქონდათ და ამის მიზეზი მათთვის დასავლეთის ჩართულობით მიცემული უსაფრთხოების გარანტიები იყო, რომელიც ახლა დარღვეულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.