პარიზში 13 ივნისს მომხდარი ტერაქტების ორი ლიკვიდირებული მონაწილის იდენტიფიცირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის პროკურორი ავრცელებს. ერთი მათგანი უკვე იყო ტერორისტების სიაში, მეორემ კი საფრანგეთში საბერძნეთიდან 2015 წლის ოქტომბერში შეაღწია.
პროკურორის თქმით, სირიული პასპორტი, სტად დე ფრანსთან მოწყობილი აფეთქების შემდეგ ტერორისტის ცხედართან იქნა აღმოჩენილი, პასპორტი აჰმედ ალ მოჰამედის სახელზეა, რომელიც 1990 წლის 10 სექტემბერს არის დაბადებული სირიის ქალაქ იდლიბში. პროკურორის თქმით მიმდინარეობს მუშოაბა, რომ დადგინდეს, ნამდვილად აღნიშნულ ტერორისტს ეკუთვნოდა თუ არა ეს პასპორტი.
მეორე იდენტიფიცირებული ტერორისტი არის ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ტერაქტი ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მოაწყო. ის 1987 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული სემი ამიმურია. საფრანგეთის მოქალაქე და პარიზში დაბადებული. ის ანტიტერორისტული სამსახურების ყურადღების ქვეშ 2012 წლის 19 ოქტომბერს მოექცა, იმ ტერორისტებთან კავშირის გამო, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას იემენში აპირებდნენ.
სემი ამიმური 2013 წლის შემდეგ სასამართლო პირობის დარღვევის გამო იძებნებოდა და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ამ დროისთვის მისი ოჯახის სამი წევრია დაკავებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.