ქალაქ ნინოწმინდის სპორტულ სკოლაში გაიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სპეციალისტის, ხორენ თამასიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური მემორიალური ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში.
მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 60-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა 10 სოფლიდან : ჟდანოვი, ოროჯალარი, სპასოვკა, გონდრიო, მამწვარა, ეშტია, გორელოვკა, დიდი და პატარა არაქალი.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ასევე ქალაქ ნინოწმინდის სპორტული სკოლის ახალგაზრდებმა.
ჩემპიონატის თასი ოროჯალარის საჯარო სკოლის გუნდმა მოიგო.
მეორე და მესამე ადგილებზე წარმატებით იასპარეზეს ჟდანოვისა და სპასოვკას სკოლების გუნდებმა და მოიპოვეს საპრიზო ადგილები․
ტურნირი გევორგ ანტანოსიანის ინიციატივითა და მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირთან დაკავშირებული ყველა ფინანსური საკითხი ხორენ თამასიანის ოჯახმა გაიღო.
გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებითა და საჩუქრებით. მათ ასევე მიიღეს ფულადი ჯილდო.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.