ირაკლი ღარიბაშვილი: „ოცნების“ მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი
28-02-2022, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და ეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ მიღწეულია იმ პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ, რომლის საბოლოო მიზანი და დიდი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერის თქმით, ეს უნდა იყოს თითოეული ქართველოს საზრუნავი.

 

 

„ეს არ არის მხოლოდ მთავრობის და ხელისუფლების საზრუნავი. ეს უნდა გახდეს თითოეული მოქალაქის ოცნება და საზრუნავი - როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყნა და როგორ დავაყენოთ ფეხზე. მესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა ყველგან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ერთიანობა, სიმშვიდე მოსახლეობაში და ემოციების გარეშე, ცივი გონებით, გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი და ეროვნული ინტერესებით მოქმედება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, მიაღწიეს ყველაფერს - ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პარალელურად, საქართველოს მთავრობამ მიაღწია რუსეთის ბაზრის გახსნას.

 

 

„მინდა, რამდენიმე მაგალითით ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, თუ რას ნიშნავდა ჩვენთვის რუსეთის ბაზრის გახსნა, რომელზეც სააკაშვილი ომის შემდეგ ყოველ წელს დაჟინებით მუშაობდა, მაგრამ ვერ მიაღწია. 2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ჯამში ექსპორტირებულია 2 მილიარდი აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია. სხვა პროდუქციის ექსპორტის ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ აშშ დოლარს. ეს არის 2,2 მილიონი ტონა პროდუქციის ექსპორტი. ჯამურად, მოგეხსენებათ, ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი აშშ დოლარი. გახსოვთ, ეს ყველაფერი დაკეტილი იყო და გახსოვთ, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ფერმერებს, მევენახეებს. ქართველ კაცს, საქართველოში, რომელიც ღვინის სამშობლო და აკვანია, ვენახის გაჩეხვას აიძულებდნენ. ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წელიწადში 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში. ნურავის დაგვავიწყდება, რომ 1 მილიონი ქართველი, ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად, საშუალო გადმორიცხვების ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონს შეადგენს. ანუ, ჯამურად, ბოლო წლებში 3 მილიარდი შემოვიდა, რუსეთიდან გადმოირიცხა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ოჯახების, ნათესავების დასახმარებლად და ზოგადად აქ ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს გამოდის 10-12 მილიარდზე მეტი ჯამურად, ბოლო 8 წელიწადში. მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა. ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ამ პროცესში და ამიტომ, კითხვას ვსვამ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ანუ რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? ეს შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ მაგალითად ფულის გადმორიცხვას, თუ მათ ფინანსურ ოპერაციებს გავურთულებთ და ა.შ. ამიტომ, ზედმეტი ემოციები არაფრისმომცემია, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი