საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ. ვგულისხმობ, რომ ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაეროში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ კრიზისით, რომელიც რუსეთმა შექმნა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ასობით დაჭრილია. ეს არის ომი, რომელიც შექმნა და დაიწყო რუსეთმა. უკრაინელების გმირული პასუხი ყველა ჩვენგანს აღგვაფრთოვანებს. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა. საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ. ვგულისხმობ, რომ ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაეროში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია. ასევე ქართველი ხალხის, ბიზნესისა და მთავრობის გულმხურვალე პასუხი ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევისთვის უკრაინელი ხალხისთვის. ყველა ჩვენგანს მეტის გაკეთება მოგვიწევს მომდევნო დღეებში. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სანქციები დააწესა. შეერთებულმა შტატებმა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას გასული წლის განმავლობაში, მათ შორის 350 მილიონი, რომელიც ახლახან გაიცა სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიერ, რამდენიმე დღის წინ.
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასეც დარჩება. ვიცი, რომ ჩვენ ერთიანი ვრჩებით. ამ დროს ერთიანობა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებაა, რომლის გაგზავნაც რუსეთისთვის შეგვიძლია - რომ საერთაშორისო საზოგადოება რჩება ერთიანი ამ თავდასხმის წინაშე, ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპებისა, რომელიც ჩვენ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას გვინარჩუნებდა გასული 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.