უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: რუსული შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა 5 300 ჯარისკაცი შეადგინა
28-02-2022, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, 28 თებერვლის დილის 6:00 საათამდე, რუსული შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა, პირველადი შეფასებით, 5 300 ჯარისკაცი შეადგინა.

 


მისივე თქმით, მტრის სავარაუდო ჯამური დანაკარგები ასეთია: 29 ერთეული თვითმფრინავი, 29 ერთეული ვერტმფრენი, 191 ერთეული ტანკი, 816 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 74 ერთეული საარტილერიო დანადგარი, ერთი ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა BUK -1 და Grad-21; 291 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, 60 ერთეული საწვავის ავზი, 3 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, 2 ერთეული საზღვაო ხომალდი/კატერი, 5 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. პირად შემადგენლობას შორის დანაკარგი კი დაახლოებით 5 300 ჯარისკაცია (მოითხოვს დაზუსტებას).

 


„ინფორმაცია საორიენტაციოა და შესაძლოა, დაზუსტდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლების მიმდინარეობისას მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, რადგან მეთაურები, პირველ რიგში, ფოკუსირებას ბრძოლის წარმართვაზე ახდენენ“, - აცხადებს მალიარი.

 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ მისმა ძალებმა დანაკარგები განიცადეს უკრაინაში შეჭრის დროს, მაშინ როცა რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ გარდაცვლილები არ ჰყოლია. თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყებას დაღუპულთა რაოდენობა არ დაუსახელებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი