ბელგიის პროკურატურა ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი სალაჰ აბდესლამის დაკავებას უარყოფს. “როიტერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბელგიის საზოგადოებრივ მაუწყებელ RTBF-სთან საუბარში განაცხადეს, რომ პოლიციამ სხვა პირი დააკავა, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით უცნობია.
საფრანგეთმა და ბელგიამ ბრიუსელში დაბადებულ 26 წლის სალაჰ აბდესლამზე ძებნა გამოაცხადეს. გამოძიების თანახმად, ის ერთ-ერთი ტერორისტის ძმა არის, რომელმაც 13 ნოემბერს პარიზში თავი აიფეთქა. პოლიცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებული და საზოგადოებისთვის საშიშია. ფრანგი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ სალაჰ აბდესლამი სავარაუდოდ, ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელია, რომელმაც მიმალვა შეძლო.
ბელგიელი სამართალდამცველები სპეცოპერაციას მოლენბეკში ბოლო რამდენიმე საათია ატარებენ. პარიზში განხორციელებული თავდასხმების შემსრულებელთა ნაწილი სწორედ ამ რაიონში ცხოვრობდა.
მანამდე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ მოლენბეკიდან სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე უამრავი ევროპელი ჩავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.