დავით ზალკალიანი: ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ ან როგორ აპირებენ?!
28-02-2022, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ ან როგორ აპირებენ?, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 


როგორც მან აღნიშნა დღევანდელ ხელისუფლებას და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა. მინისტრმა თქვა, რომ არ უნდა გაუაზრებელი ქმედებით იხილოს „რუსული ტანკები მომავალი თბილისის მიმართულებით, დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა“.

 

 

„2014 წლის შემდეგ ერთხელაც არ დაგვიხევია უკან, რომ ამ სანქციების გაგრძელებაზე უარი გვეთქვა. მაგრამ როდესაც საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე, ქვეყნის მხრიდან დაწყებულ სანქციებზე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ და ამ საფრთხეებზე ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ და უკრაინელ კოლეგებს. როგორ გგონიათ ჩვენ ამაზე საუბარი არ გვაქვს? როდესაც ასეთ სიფრთხილეს იჩენს პრემიერ-მინისტრი, ეს მისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობიდან მოდის. იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე აქვს. რა გგონიათ, ჩვენ ნაკლები პატრიოტები ვართ თქვენზე? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობითა და ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც რუსული აგრესია ჰქვია. როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი მთავრობა, ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია. ის მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებაში – თვეობით, ჯარებისა და კონტინგენტის მიყვანა. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ ან როგორ აპირებენ?

 

 

ის, რომ გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოდის ბორელი და ამბობს, რომ შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს ხომ ეფუძნება იმ გარკვეულ საფრთხეებს და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ. ეს არის რომ გვალაპარაკებს, პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე. არ მინდა, იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008 წელს იყო. არ მინდა, ვიხილო რუსული ტანკები მომავალი თბილისის მიმართულებით, არ მინდა, ვიხილო დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა, არ მინდა, ვიხილო ის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ქართველებს ბოდიში და სატვირთო თვითმფრინავებით აძევებდნენ რუსეთის ფედერაციიდან, არ მინდა. მე მგონია, არც თქვენ არ გინდათ. ბევრი თქვენგანი შეიძლება, პატარა იყო და არ გახსოვთ ეს, 14 წელი გავიდა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა და შეახსენა „საზოგადოებას, რომელსაც დავიწყებული აქვს, რომ 2014 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, საქართველო შეერთებულია სანქციებს ყირიმთან მიმართებაში და ეს სანქციები ყოველწლიურად გრძელდება“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი