პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
პრემიერის პრესსამახურის ცნობით, შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ხაზგასმით განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა და იქ საომარი მოქმედებების წარმოება, სრულიად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღინიშნა საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. ელჩის შეფასებით, საქართველოს პოზიცია მკაფიო და ცალსახაა, რაც დასაფასებელია. საუბრისას, ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას, რაც ძლიერი გზავნილია ევროპული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევისკენ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა და აღინიშნა, რომ ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ვაშინგტონის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე აშშ-ის ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.