მაკრონმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი
28-02-2022, 20:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, სადაც გაიმეორა საერთაშორისო მოწოდებები მოსკოვისადმი, შეაჩეროს თავდასხმები უკრაინაზე და ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

 


მასში აღნიშნულია, რომ მაკრონმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს შეწყვიტოს ყველა დარტყმა და თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობასა და საცხოვრებელ ადგილებზე, ზიანი არ მიაყენოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და უზრუნველყოს მთავარი გზების უსაფრთხოება.

 


საფრანგეთის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პუტინმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, შეასრულოს ეს მოთხოვნები.

 


თუმცა, იმავე სატელეფონო ზარის შესახებ კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ „შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მიიღება რუსეთის ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესები - მათ შორის ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება და უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის საკითხის გადაწყვეტა და მისი ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფა“.

 


ფრანგული განცხადების მიხედვით, მაკრონმა ასევე სთხოვა თავის რუს კოლეგას დარჩეს კავშირზე უახლოეს დღეებში, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის ესკალაცია, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი