GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა, სამხედრო დანაშაული უწოდა.
„ეს ნამდვილად სამხედრო დანაშაული იყო. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი კვარტლები. არა სამხედრო ობიექტები. ათეულობით თვითმხილველის ნაამბობი მოწმობს, რომ ეს ადამიანების განზრახ განადგურება იყო. რუსებმა იცოდნენ, თუ სად ისროდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსების მიერ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის დაბომბვას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

საგანგებო სამსახურების ოფიციალური პირის თქმით, სულ მცირე 20-მა ადამიანმა მიიღო დაზიანებები სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის დაბომბვისას. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, მძიმედ დაიზანებული შენობის გარეთ მყოფი სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ შენობა ნაწილობრივ განადგურებულია, ახლომდებარე შენობაში კი კიბე ჩამოინგრა და ქვეშ ადამიანები მოიყოლა.

„მაშველებს შენობის ნანგრევებიდან დაშავებულები ამოჰყავთ, ასევე ცხედრებიც. განვაგრძობთ სამუშაოებს“, - ამბობს მაშველი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.