დედაქალაქის მერიამ ორი პროექტის განხორციელება დაიწყო. საქმე ეხება კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის ზრდის უზრუნველყოფას.
კორუფციული რისკების შეფასების დანერგვა ერთგვარი დამატებითი პრევენციულიღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. მერიის შიდა აუდიტის სამსახური მერიის სტრუქტურულ ერთეულებში გამოავლენს სავარაუდო კორუფციული რისკების მქონე მიმართულებებს და აღნიშნული რისკების აღმოსაფხვრელად დაგეგმავს კონკრეტულ რისკის მართვის ღონისძიებას. წლევანდელი რისკების შეფასების ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია 13 სავარაუდო კორუფციული რისკი, რომელიც წლის ბოლომდეაღმოფხვრილი იქნება.
რაც შეეხება მეორე პროექტს - გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობა, თბილისის მერია გეგმავს ე.წ. Bottom-Upმოდელის დანერგვით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესშიმერიის სისტემაში საშუალო და ქვედა რგოლის როლის ზრდას. აღნიშნული ინიციატივა, ექსპერტების რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე დაინერგება მერიის რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულებში. ქვედა და საშუალო რგოლის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ თავიანთი დასაბუთებული წინადადებები და მიიღონ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა. გარდა ამისა, ქვედა და საშუალო რგოლი ყოველწლიურად, კონფიდენციალური შეფასების სისტემის საშუალებით შეაფასებენ მათ ჩართულობას სამსახურის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტები ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს USAID GGI - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა.რაც შეეხება კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიას, მის შემუშავებაში ჩართული იყო „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.