გიორგი ვოლსკის განაცხადებით, ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა, „მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს“
01-03-2022, 17:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა, „მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს“.

 

 

„დარწმუნებული ვარ, ამ კონსუტლტაციების დროს განიხილება შემდეგი ფაქტორები: პირველი, დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქე აბარებს სისხლს და კიდევ გროვდება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება. საქართველო იმყოფება ტანკის ლულის სამიზნე მდგომარეობაში და ათასობით თავისი მოქალაქე არის მძევალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ იმ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ამ ვითარებაში ელჩის გაწვევა, მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს.

 

 

იმედი მაქვს, ამ კითხვებს კონსულტაციების დროს გაეცემა ობიექტური პასუხი. არანაირი რესურსი საქართველოს არ აქვს, რომ დაუწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთს და რუსეთს ყველა რესურსი აქვს, რომელიც მას ხელში გადასცა, ჩაახუტა იმ ხელისუფლებამ, რომელიც ახლა ხმამაღლა განცხადებებს აკეთებს, ტერიტორიების ოკუპაციის არ იყოს. მოღალატეობრივი განცხადების ხელმომწერები დღეს აქეთ ჭკუას გვარიგებენ. რასაკვირველია, პირდაპირი ან ირიბი სამხედრო მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში იმ რესურსის გარდა, რომელსაც მობილიზება გაუკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, შეიძლება, ასევე დამანგრეველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

 


კითხვა ჩნდება, ზელენსკის არის ეს გადაწყვეტილება თუ ამ მძიმე მდგომარეობაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ, პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების რაღაც ელემენტის შემოტანის. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა არ შეიძლება, რამე პოლიტიკურ კამათებში ჩავრთოთ ან ჩვენ ჩავერთოთ მის მიმართ, პირიქით“, განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი