ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმური სამხედრო წვრთნები გაიმართა
16-11-2015, 06:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმური სამხედრო წვრთნები გაიმართა. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მონაწილეობდა.


ქართული ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა აქტიური მომზადება გაიარეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარება და ევაკუაცია, სწრაფი რეაგირება, აერომობილური მზადება და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა. ქართველ სამხედროებს წვრთნები ასევე ჩაუტარდათ კონტაქტზე რეაგირებაში, გადაადგილებისას რელიეფზე პოზიციების შერჩევასა და სექტორების კონტროლში. წვრთნები სისტემატური ხასიათისაა და მიზნად ისახავს სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას.


22-ე ბატალიონის ხელმძღვანელობის შეფასებით, ქართული ქვედანაყოფი სრულ მზადყოფნაშია მასზე დაკისრებული ამოცანების მაღალ დონეზე შესასრულებლად.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ბატალიონის მთავარ ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი