წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
02-03-2022, 13:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები ჩატარდა.

 

 

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

 


„დღეს კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. ეს არის ბაგების გზაგამყოფი, რომელიც მოსაწესრიგებელი იყო. ამ პროექტის ფარგლებში, დღეს უკვე გადაადგილება კიდევ უფრო თავისუფლად არის შესაძლებელი, რადგან ავტობუსისთვის შესაბამისი ზოლი მოეწყო. გარკვეულწილად, პრობლემას წარმოადგენდა ასევე, უჩანეიშვილის ქუჩაზე ასასვლელი გზა. ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. როგორც კი ხიდის მშენებლობის სამუშაოები დასრულდება, შემდეგი ეტაპი იქნება გაგრძელებაზე, ბაგების მთლიანი მოწესრიგება თავისი ინფრასტრუქტურით - საპარკინგე ადგილებით და საფეხმავლო ბილიკებით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

 


აღნიშნულ მონაკვეთზე ქვეითთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების მიზნით, გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო შუქნიშნით დარეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელები და განახლდა ავტობუსის გაჩერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

 


აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის. ამასთანავე, ქუჩის დიზაინი ითვალისწინებს კერძო ავტომობილების მოძრაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას. დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორი წილოსანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი