უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად მინსკში იმყოფება და ერთ-ერთი სცენარის მიხედვით კრემლი მისი „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას შეეცდება, იტყობინება უკრაინული მედია ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით.
მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში შესაძლოა, იანუკოვიჩის სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაც გავრცელდეს.
71 წლის იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი 2010 წელს გახდა და ქვეყანას 2014 წლის 22 თებერვლამდე მართავდა, ვიდრე უკრაინის რევოლუციის შედეგად პოსტიდან იძულებით წასვლა და ქვეყნიდან გაქცევა მოუწევდა. მას თავშესაფარი მოსკოვმა მისცა. 1997-2002 წლებში იგი დონეცკის ოლქის გუბერნატორი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.