სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ესენინისა და ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

სამგორის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 1 600 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო, რომლის ღირებულებამ 723 600 ლარი შეადგინა. გზის მოასფალტების სამუშაოები შპს „ერ ტე დემ“ შეასრულა. აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულადაა მოწესრიგებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.