უკრაინის საგანგებო სამსახურის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ამ დრომდე 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. „ყოველ საათში ბავშვები, ქალები და ჩვენი თავდაცვის ძალები კარგავენ სიცოცხლეს“, - აცხადებენ საგანგებო სამსახურში.
„ომის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში, რუსეთმა გაანადგურა ასეულობით სატრანსპორტო ცენტრი, საცხოვრებელი შენობა, საავადმყოფო და საბავშვო ბაღი“, - ნათქვამია უკრაინის ოფიციალურ განცხადებაში.
ამავდროულად, გაეროს ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობის მხრივ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით დაბალია, ვიდრე „2 000-ზე მეტი“, თუმცა აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა, რომელშიც მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად სამხედროებიც შედიან, სავარაუდოდ, ბევრად მეტი იქნება.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისიამ სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 136 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული და დაშავებულია 400.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.