GUARDIAN.GE - კიევის მიმართულებით მოძრავი ასეულობით რუსული ჯავშანტექნიკა ამჟამად გზაზე „რჩება გაჩერებული“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. „მათ, ჩვენი საუკეთესო შეფასებით, არ მიუღწევიათ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის ბოლო 24-36 საათის განმავლობაში”, - თქვა კირბიმ ოთხშაბათს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს ძალების „გადაჯგუფებით და პროგრესის გადაფასებით, რომლისთვისაც მათ არ მიუღწევიათ და იმით, თუ როგორ აინაზღაურონ დაკარგული დრო“. მან დასძინა, რომ „ლოგისტიკისა და მდგრადობის გამოწვევები“ და „უკრაინელების მხრიდან წინააღმდეგობა“, ასევე ფაქტორებია.
როგორც BBC იტყობინება, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ. რუსეთის ხელში ჩავარდნილი უკრაინული რეგიონების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დამპყრობლის ჯარები ნადირობენ სუპერმარკეტებზე საკვების მისაღებად და რომ სამხედრო ძალების მიერ მათთვის მიწოდებული საკვები ვადაგასულია.
ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსიდან დაძრული რუსული არმია განაგრძობდა კიევის მიმართულებით მტკიცე სვლას. სატელიტური ფოტოები აჩვენებდა, რომ შეიარაღებული კოლონა დაახლოებით 65 კილომეტრის (40 მილი) სიგრძეზე იყო გადაჭიმული. როგორც CNN იტყობინებოდა, უზარმაზარი სამხედრო კოლონა ჯავშანტექნიკისგან, ტანკებისგან, არტილერიისგან და სხვა ლოგისტიკური სატრანსპორტო საშუალებებისგან შედგებოდა. CNN-ის ცნობითვე, რუსულმა სამხედრო კოლონამ კიევის გარეუბნებამდე მიაღწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.