GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა“. NBC-ისთან ინტერვიუს დროს ოსტინს ჰკითხეს, უნახავს თუ არა რაიმე ქმედება, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებებს რუსეთის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით.
„ნებისმიერი რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, სახიფათოა და ვფიქრობ, ჩვენ უნდა ავიცილოთ ეს, თუ შესაძლებელია. ეს ქმნის გარემოს, ქმნის მდგომარეობას უხეშიმ არასწორი გათვლების და ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა ოსტინმა.
პუტინმა თავდაცვის მინისტრს და გენშტაბის უფროსს 27 თებერვალს უბრძანა, რომ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ.
ოსტინმა თქვა, რომ იგი „თავს მშვიდად გრძნობს“ აშშ-ის ბირთვული მდგომარეობით და დაამატა: „დარწმუნებული ვარ, რომ ვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ჩვენი თავის, არამედ ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების დაცვა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.