იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა
16-11-2015, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან გამართა.

 


12 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი შეხვდა ქუთაისის უნივერსიტეტის კანდიდატ ვლადიმერ გაბრიჩიძეს; ოფიცერთა კავშირისა და მთიანეთის ნებაყოფლობითი საქველმოქმედო ასოციაციის მიერ დასახელებულ კანდიდატ ლენა კაპანაძეს; კოტე ჭილაიას, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა თავად წამოაყენა.

 


13 ნოემბერს თეა წულუკიანი შეხვდა პაატა შავაძეს, რომელიც საადვოკატო კომპანია “საქართველოს ადვოკატთა გაერთიანებამ” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს; ლაშა გოლუბიანს, რომელსაც რეკომენდაცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაუწიეს; ნანა რევაზიშვილს, რომლის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე მედიაკავშირმა “ობიექტივმა”, ა(ა)იპ “ქალთა თანადგომამ” და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წამოაყენეს.

 


ინფორმაცია იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორობის კანდიდატების შეხვედრების შესახებ თითოეული შეხვედრის დასრულებისთანავე განთავსდა საპროკურორო საბჭოს საიტზე – pc.gov.ge.

 


იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურას შეარჩევს, რომელთაც 19 ნოემბერს საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებულ კანდიდატთა შორის ერთი ქალი უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთ-ერთს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, შემდგომ კი − საქართველოს პარლამენტს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი