3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 3 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
03-03-2022, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 17 527 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 948 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 579 PCR ტესტით.

 


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 619 274.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 23.53% ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.85%.

 


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 11 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 529 623.

 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 274 პირი ემსხვერპლა.

 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 347 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 461, ქვემო ქართლი -153, შიდა ქართლი - 189, გურია - 178, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 266, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.

 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 73 351 საიდანაც, 3 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 146, აჭარაში - 305, იმერეთში - 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 718 პირი, მათ შორის, თბილისში - 312, აჭარაში - 91, იმერეთში - 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 28, იმერეთში - 18. 70 326 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი