თბილისში, ბელიაშვილის ქ. N5-ში ხვალიდან, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.
როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე მოქალაქეების მხრიდან მოხდება.
„მზად ვართ იმისთვის, რომ ორგანიზებულად შევაგროვოთ დახმარება, რომელიც უკრაინელ ხალხს ბიზნესისა და მოსახლეობის მხრიდან გაეწევა. გახსოვთ, რომ ჩვენ პანდემიის პერიოდში გვქონდა ლოგისტიკური ცენტრი ბელიაშვილის ქ. N5-ში, რომელიც ხვალიდან ამუშავდება და მიიღებს ტვირთებს, როგორც ბიზნესისგან, ასევე მოქალაქეებისგან“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
თბილისის მერის მოადგილემ მოქალაქეებს სთხოვა, ბელიაშვილის N5-ში არამალფუჭებადი პროდუქტები მიიტანონ.
„ჩვენი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად იყოს არამალფუჭებადი პროდუქტი, იმიტომ, რომ ლოგისტიკურად ამ ეტაპზე,ძალიან რთულია ადრესატამდე მათი მიტანა, რომ არ გაფუჭდეს. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის საელჩოსთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური ლოგისტიკური გზები გამოვნახოთ, რათა ეს დახმარება მივიდეს“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.
დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილეანდრია ბასილაია მოქალაქეებს და ბიზნესსექტორს პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებს, რათა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნოს.
„ჩვენ პირველივე დღეებიდან კომუნიკაციაში ვიყავით დამეგობრებულ და პარტნიორ ქალაქებთან. ესენია: ოდესა, კიევი და ხარკოვი. ხარკოვი და კიევი ის ქალაქებია, რომლებმაც ომის შედეგები მძიმედ იტვირთეს. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდეს. ამის რეალური საჭიროება არსებობს, რაც კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოს აღნიშნულ აქციაში. ეს ტვირთი გაეგზავნება უკრაინას და რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორ ქალაქებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.