დოდონა კიზირია: იმედი მაქვს... ჩვენს მინი-პუტინსაც, შუშის კრემატორიუმში რომ ზის, მაგრად მოეხაზება
03-03-2022, 13:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვუყურებ უკრაინის ამბებს და ვუსმენ მსოფლიოს პოლიტიკოსების გნცხადებებს. ყველა უკლებლივ იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოგვეხდინა რეაქცია პუტინის აგრესიაზე, როცა საქართველოში შეიჭრაო. სულ მახსენდება მიშას ბრწყინვალე გამოსვლა გაერთიანებული ერების ასამბლეაზე, როცა სთქვა, დასავლეთი უნდა წინ აღუდგეს პუტინის აგრესიასო. ვიღაცამ აუდიტორიიდან ირონიულად ჰკითხა, რა უნდა ვქნათ, დავბომბოთ პუტინიო? მიშას ასევე ირონიული პასუხი იყო - არა, დაელოდეთ, როცა პუტინი დაგბომბავთო. აი, დაელოდნენ კიდეც და ეხლა ეს გადაბოტოქსებული ლილიპუტი ფაქტიურად მთელს ევროპას უქმნის საფრთხეს.

 


უკრაინელების ვაჟკაცობამ მთელი დასავლეთი გამოაფხიზლა, შეარცხვინა და აიძულა ემოქმედა. ეხლა კარგად გამოჩნდა, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს საქართველოში. ეხლა უკვე სალომე ხახვ-კარტოფილაშვილსაც ჩაეკმინდა ხმა ამის თაობაზე.

 


პუტინი არც უკრაინელების ასეთ თავდადებას ელოდა, არც დასავლეთის ასეთ ერთიანობას. იმედი მაქვს, ეს ამ დაკომპლექსებული მინი-ჰიტლერის დასასრული იქნება და მაშინ ჩვენს მინი-პუტინსაც, შუშის კრემატორიუმში რომ ზის, მაგრად მოეხაზება.

 

დოდონა კიზირია,

 

პროფესორი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი