"ისლამური სახელმწიფო" ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის დაბომბვაში მონაწილე ყველა ქვეყანა "საფრანგეთის ბედს გაიზიარებს".
ვიდეორგოლში შესაბამის განცხადებას "ისლამური სახელმწიფოს" წევრი, ვინმე ალ-ღარიბ ალჟირელი აკეთებს. "ჩვენ ვეუბნებით ყველა ქვეყანას, რომელიც ჯვაროსნულ კამპანიაში მონაწილეობს - ღმერთის ნებით, თქვენ საფრანგეთის ბედს გაიზიარებთ. როგორც საფრანგეთს, მის ცენტრში - პარიზში დავარტყით, ვფიცავთ, რომ ამერიკას მის ცენტრში - ვაშინგტონში დავარტყამთ", - აცხადებს ისლამისტი.
მისი თქმით, ევროპაში მალე ახალი ტერაქტები განხორციელდება. "მინდა ვუთხრა ევროპულ ქვეყნებს - ჩვენ მოვდივართ. ჩვენს შეჩერებას ვერ შეძლებთ, რადგან დღეს გაცილებით უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე", - აცხადებს "ისლამური სახელმწიფოს" წევრი.
ვიდეორგოლში სიტყვით გამოდის კიდევ ერთი ისლამისტი, სახელად ალ-კარარ ერაყელი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს მიმართავს. "გადავწყვიტეთ, სანგრებში გესაუბროთ და არა სასტუმროებში", - აცხადებს ის.
სააგენტო "როიტერი" აღნიშნავს, რომ ვიდეომასალის ავთენტურების გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.