სალომე სამადაშვილი: დემოკრატიული არჩევნები იქნება წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, დემოკრატიული არჩევნები ნიშნავს „ოცნების“ დასასრულს. ამიტომ, კარგია, შეიტანონ
03-03-2022, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დემოკრატიული არჩევნები იქნება წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, დემოკრატიული არჩევნები ნიშნავს ოცნების დასასრულს. ამიტომ, კარგია, შეიტანონ, - ასე ეხმაურება „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიმართვას.

 

„რადგან ბევრი მთხოვს განმარტებას, მოკლედ და გასაგებად:


1. ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ნიშნავს, ქვეყანამ ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს, რომ სურს გახდეს მისი წევრი.


2. ევროკავშირმა ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს, აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს. (კანდიდატის, და არა წევრის).


3. თუ კი, ამის შემდეგ ენიჭება ქვეყანას გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და იწყება მოლაპარაკებები.


4. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იწყება გაწევრიანების პროცედურა.


5. რამდენად გრძელი პროცესია? გრძელი, საუკეთესო რეფორმატორების მთავრობის ხელშიც კი.


ქართული ოცნება ისე წავა ხელისუფლებიდან, რომ გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღებასააც ვერ მოასწრებს.
რატომ?


კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არავინ მისცემს ქვეყანას, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ატარებს.


დემოკრატიული არჩევნები იქნება წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
დემოკრატიული არჩევნები ნიშნავს ოცნების დასასრულს.

 

ამიტომ, კარგია, შეიტანონ“, - წერს სამადაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი