„ლიბერთი ბანკი“ გადმოიბარებს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელს
03-03-2022, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეიდან, სს ლიბერთი ბანკი გადმოიბარებს სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელს. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები - მათ შორის, დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელის - სრულად დაკმაყოფილებული.

 


შესაბამისი კომუნიკაცია განხორციელდება თითოეულ მომხმარებელთან. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და 3 მარტიდან, ეტაპობრივად, ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში მოემსახურება. მომხმარებლები დეტალურ ინფორმაციას ასევე მიიღებენ მომსახურე ბანკირებისგან.

 

 

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

 

"ახალი ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს პორტფელის დივერსიფიკაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება გადმოიბაროს ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება და ამით ხელი შუწყოს საქართველოში მოქმედ ბიზნესებს შეუფერხებლად მუშაობაში. ამას გარდა, სს ლიბერთი ბანკი შესაძლებლობას აძლევს აღნიშნულ პორტფელთან დაკავშირებულ ვითიბი ბანკის თანამშრომლებს გააგრძელონ თავისი საქმიანობა და შემოუერთდნენ ლიბერთის პროფესიონალების გუნდს",- ვასილ ხოდელი, სს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი